Робота для біженців з України
საცალო და კორპორატიული გაყიდვების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო და კორპორატიული გაყიდვების თანამშრომელი
მომწოდებელი: სხივი+
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას საცალო და კორპორატიული გაყიდვების თანამშრომლის პოზიციაზე.



"სხივი+" წარმოადგენს ავეჯისა და შუშის აქსესუარების და ასევე ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას.



ფუნქცია-მოვალეობები:



** კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;

** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა.

** დარბაზის მარაგების გადამოწმება/შევსება/კონტროლი;

** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის გამზადება;

** გაყიდვების სრულად ორგანიზება

** მოლარესთან საბოლოო შედარების უზრუნველყოფა.



ძირითადი მოთხოვნები:



** მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სარემონტო მიმართულებით (გაყიდვების სფეროში)

** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.



უნარ-ჩვევები:



** პუნქტუალურობა

** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** ორგანიზებულობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** სწრაფად ათვისების უნარი;

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.



ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.



სამუშაო პირობები:



** ანაზღაურება: 1600 ზრდის პერსპექტივით + ბონუსი (800-1000 ლარი)

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00-დან 18:00 საათამდე.
** დასვენების დღე: კვირაში 2 დღე.


დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება.



დაინტერესებულმა პირებმა ვინც ფიქრობთ რომ გაყიდვები თქვენი სფეროა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებებს და კარიერულ ზრდა-განვითარებას ჩვენს გუნდში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე