Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685810&print=yes&view=jobs
 
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: Costa Coffee
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
Costa Coffee მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული ყავის ბრენდია, რომელსაც უკვე 50 წელზე მეტია რაც 40-ზე მეტ ქვეყანაში გულით უმასპინძლდება ყავის მოყვარულებს.


ამ ეტაპზე ვეძებთ ბარისტას, რომელიც მზად იქნება გახდეს ჩვენი გუნდის ახალი, ენერგიული და შემოქმედებითი წევრი!

ლოკაცია: ქ. თბილისი, საბურთალო, ვაჟა ფშაველას გამზირი N70 (City Mall)
ქ. თბილისი, ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი N10
გრაფიკი: კვირაში 5 დღე | 8 საათიანი სამუშაო დღე, 1 საათიანი შესვენებით.

შენი მთავარი ამოცანები იქნება:

** ცხელი და ცივი სასმელების მომზადება Costa-ს სტანდარტებით
** სტუმრებისთვის სწორი პროდუქტის შერჩევაში დახმარება და მათთვის ყავის ჯადოსნური სამყაროს გაცნობა
** მეგობრული, სწრაფი და პროფესიონალური მომსახურება
** სალაროს ოპერაციების სიზუსტით შესრულება
** მარაგების კონტროლსა და შევსებაში მონაწილეობის მიღება
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა

რა გელოდება ჩვენთან?

** პროფესიული გადამზადება და ტრენინგები
** მეგობრული, მზარდი გუნდი
** გარემო, სადაც შენი იდეები და ენთუზიაზმი მნიშვნელოვანია
** საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობის გამოცდილება

შემოგვიერთდი, თუ:

** ფლობ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე
** ხარ პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და პუნქტუალური
** გიყვარს გუნდური მუშაობა და ღია ხარ განვითარებისთვის
** სასურველია ბარისტას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე info@costacoffee.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და თქვენი რეზიუმე შეინახება კანდიდატთა ბაზაში 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია