|
დასახელება:
ოფთალმოლოგი
|
| მომწოდებელი:
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
"დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ოფთალმოლოგის ვაკანსიას ქ. ქუთაისში.
"დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი", მესამე დონის რეფერალური ჰოსპიტალი, სადაც ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის (ნეონატალური, პედიატრიული და მოზრდილთა) სრული ამბულატორიული და სტაციონარული სამსახურია ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სამედიცინო სერვისია გარანტირებული, იწვევს სპეციალისტებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, დანერგონ ოფთალმოლოგიური სერვისი სრული სპექტრით. სერვისის განვითარების ხედვა და მასშტაბი განხილული იქნება გასაუბრებისას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. N83ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული ეროვნული პროტოკოლების და გაიდლაინების შესაბამისად;
** პროფესიული საქმიანობისას, ქვეყანაში და კორპორაციაში აღიარებული სამედიცინო მომსახურებისა და ეთიკური წესების მაღალი სტანდარტებით დაცვის უზრუნველყოფა;
** პერსონალურ / პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართულობა;
** სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის დამტკიცებული წესების მიხედვით წარმოება;
** სამედიცინო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა /აღსრულება;
** სამედიცინო საქმიანობის წარმოება ქვეყანაში მოქმედი აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად;
** პაციენტის მკურნალობის/დიაგნოსტიკის/მართვის ქვეყანაში აღიარებული და ქსელის მიერ მიღებული გაიდლაინების, პროტოკოლების, ინსტრუქციების დაცვით წარმოება;
** ანამნეზის შეკრების საფუძველზე ავადმყოფობის დაწყებისა და მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება;
** პაციენტზე ორიენტირებული უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებაზე ზრუნვა;
** სამედიცინო / სტატისტიკური დოკუმენტაციისა (მაგ: ისტორია, ფორმა #100 და სხვა) და ელექტრონული ჩანაწერების EMR-ში წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი ოფთალმოლოგიის სპეციალობით;
** აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიული გამოცდილება შესაბამის სფეროში.
აუცილებელი ცოდნა:
** სახელმწიფო სერტიფიკატისა და საჭიროებისას სუბსპეცალობის ფლობა, ასევე კომპეტენციით მოთხოვნილი პროფესიული უნარების ფლობა სრულყოფილ დონეზე;
** ეროვნული, ლოკალური გაიდლაინების და პროტოკოლების ცოდნა;
** საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ;
** საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel, Word;
** შესაბამისი მიმართულებით დადგენილი პოლიტიკები, პროცედურები, გაიდლაინები, ინსტრუქციები;
** შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
** ლიტერატურული ქართულით წერა, გამართული ქართულით მეტყველება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვისა და ვერტიკალური პროგრამების ფარგლებში შემუშავებული დადგენილებების ცოდნა;
** სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინიციპების ცოდნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 21 დეკემბერი, 2025 წელი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე: wgmc_hr@vian.health.
გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რათა შესაბამის ვაკანსიაზე განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.
"დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ვიანის (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ვიანის შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|