კომპანია "გლობალ დისტრიბუშენი" საქართველოს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და დღემდე წარმატებით ახორციელებს ისეთი მსოფლიო წამყვანი ბრენდების დისტრიბუციას, როგორიცაა MARAZZI, SHARP, LG, Samsung, Philips, Braun, Kenwood, Delonghi, Haier, Chigo, Rowenta, moulinex, Tefal, Krups.
გელით ახალ თანამშრომელს შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, Tbilisi, Georgia, 0189
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შაბათი: 10:00-17:00 (თვეში 1 შაბათი)
სამუშაოს აღწერა:
ფუნქციები და მოვალეობები:
** შესყიდვების მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
** ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
** პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოების, კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიების და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ახალი, პოტენციური მომწოდებლების მოძიება, შედარება და ეფექტური ურთიერთობა
** შეკვეთების დროული განთავსება და შესაბამისი ლოჯისტიკური კონტროლი.
** საბაჟო ოპერაციებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის მომზადება,
** სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკების წარმოება, პროდუქტის ტრანსპორტირების პროცესების მართვა-ზედამხედველობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (საერთაშორისო შესყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა, როგორც ვერბალური ისე წერითი.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** ლოგიკური და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** სტაბილურ და მიმზიდველ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას
** უფასო კვებას
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის
განმავლობაში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: sophikogunia@yahoo.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება რეზიუმე.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების, ასევე შერჩევის ეტაპზე, და შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
კომპანია "გლობალ დისტრიბუშენი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
|