|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Kelme
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
|
სავაჭრო ცენტრ ისთ ფოინთში, ესპანური ბრენდის სპორტული ტანსაცმლის მაღაზია "KELME" აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას - ქ. თბილისში. ალ.თვალჭრელიძის ქუჩა N2.
ადგილმდებარეობა: ისანი-სამგორი, ალ.თვალჭრელიძის ქუჩა N2.
ანაზღაურება: 700-1300 ლარი
გრაფიკი: შეთანხმებით
ჩვენთან დაგხვდებათ:
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა;
** კეთილგანწყობილი გუნდი;
** ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა;
** საბონუსე სისტემა და ხელფასის გაზრდის პერსპექტივა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
** სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** მიმდინარე აქციების შეთავაზება მომხმარებლებისთვის.
საჭირო უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: kelmeeastpoint@gmail.com გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიცია "მოლარე-კონსულტანტი" და კომპანია თავად დაგიკავშირდებათ.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის, კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|