|
დასახელება:
ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
"ტერაბანკის" გუნდში ვეძებთ ახალ წევრს ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე ლოჯისტიკის განყოფილებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით
** სავალდებულოა პროგრამა ბალანსის ცოდნა მაღალ დონეზე
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით
** სასურველია საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა ძირითადი საშუალებების და მცირეფასიანი ნივთების პროგრამული ასახვა ბალანსში, შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვა და კონტროლი
** საბუღალტრო გატარებების განხორციელება
** ძირითადი საშუალებების ფილიალებს შორის გადაწერა და ხელმოწერის უზრუნველყოფა
** ნაშთების გატარებების დადარება ფინანსურ განყოფილებასთან
** ძირითადი საშუალებების ბაზის მომზადება და დადარების უზრუნველყოფა
** სარემონტო ხარჯთაღრიცხვების მიხედვით შესრულებული სამუშაოების და გახარჯული მასალების შედარების წარმოება
ჩვენ გთავაზობთ:
** ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ს. ვირსალაძის ქ. 5
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე საოფისე, 2 დღე დისტანციურად)
** ხელფასი: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე + წლიური ბონუსი: შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: Career@terabank.ge
და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2025.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|