Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: საქართველოს კლინიკები
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი გივი ჟვანიას ქ 3 (ციციშვილის სახ. ბავშვთა კლინიკა)
სამუშო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა;

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებაში, პაციენტების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
** პაციენტის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს იდენტიფიცირება; კერძო დაზღვევის შემთხვევაში, მიმართვების გადამოწმება და შიდა პროგრამაში მონაცემების დაფიქსირება;
** პაციენტის სამედიცინო მომსახურებაზე დარეგისტრირება/გადამისამართება;
** საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე ჩაწერა;
** სტაციონარული პაციენტებისთვის ისტორიის გახსნა; ისტორიების მატერიალური სახით დაარქივება;
** დაზღვეული პაციენტების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის ფინანსური აღრიცხვის და რეპორტინგის ოპერატორისთვის მიწოდება;
** ქსელში არსებული აქციების/პროექტების შესახებ, პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** შიდა პროგრამაში, ექიმების განრიგის კონტროლი; პაციენტის მომართვის შემთხვევაში, ექიმების სამუშაო ადგილზე ყოფნის შესახებ, ინფორმაციის მიწოდება;
** რიგის მართვა და საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების მიღების მსურველი პაციენტების გადამისამართება თავისუფალ/ნაკლებად დატვირთულ ექიმებთან;
** მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დარეგისტრირება და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის შევსება;
** მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის (მათ შორის, დახარვეზებულის) ბილინგის განყოფილებისთვის მიწოდება;
** მომსახურების პროცესში, შემაფერხებელი გარემოებებისა და პრობლემური ასპექტების იდენტიფიცირება უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** პრეტენზიულ პაციენტებთან კომუნიკაცია და დაფიქსირებული პრობლემის ეფექტიანად და დროულად მოგვარება;
** ისეთი საკითხების გადამისამართება რეგისტრატურის უფროსთან, რომლებიც აღემატება რეგისტრატორის კომპეტენციებს;
** საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების კლინიკაში რეგისტრირების გაუქმება;
** მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის გამართულად და დადგენილი წესების შესაბამისად წარმართვა;
** ყოველდღიურად, სალაროს დახურვა, წინასწარ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სალარო აპარატებისა და ტერმინალების გამართულად მუშაობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ინფორმირება;
** დღის განმავლობაში დაგროვებული ჩეკების ინკასაციის ფურცელზე გადატანა და ბილინგის განყოფილებისთვის გადაცემა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

ვაკანსიის მოთხოვნები:

სასურველია სამუშაო გამოცდილება;


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 დეკემბერი, 2025.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "რეგისტრატორი-თბილისი".

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე