Робота для біженців з України
ლოგისტიკის თანამშრომელი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის თანამშრომელი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოს ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას კახეთის რეგიონში ლოგისტიკის თანამშრომლის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: ფიქსირებულ თანხას + წონის თანხა (გამომუშავებით)

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებში მისაწოდებელი პროდუქციის მანქანაში ჩატვირთვა, გადმოტვირთვა.
** მარშრუტების მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდება, პროდუქციის მითვლა და ჩაბარება სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლისთვის.
** ინვენტარის და სამაცივრე დანადგარების გადაადგილება.
** სალარო აპარატის გამოყენება სამუშაო პროცესში.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოს შესრულება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა (სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა)
** სატვირთო მიკრო ავტობუსის მართვის გამოცდილება.
** პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; (კრიტიკულად მნიშვნელოვანი);
** ორგანიზაციის შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვა (კრიტიკულად მნიშვნელოვანი);
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართებზე Shalva.Andriadze@gplus.ge Nikoloz.Imerlishvili@gplus.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კახეთის რეგიონის ლოგისტკის თანამშრომელი სათაურის ველში (Subject).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე