Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685734&print=yes&view=jobs
 
შიდა კომუნიკაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.

კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

"პსპ ფარმა" აცხადებს შიდა კომუნიკაციების მენეჯერის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად შიდა კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
** შიდა საკომუნიკაციო არხების შემუშავება და განვითარება;
** კომპანიაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციის შიდა საკომუნიკაციო არხებით ოპერატიულად განთავსების უზრუნველყოფა;
** თანამშრომლის ონბორდიგნის პროცესის მართვა;
** გუნდური შეჭიდულობის აქტივობების დაგეგმვა და კოორდინირება;
** თანამშრომელთან არამატერიალური სამოტივაციო სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და მართვა; პროცესების ციკლის სრული კოორდინირება;
** თანამშრომლებისთვის ბენეფიტების (ფასდაკლებები, შემოთავაზებები) დაკომპლექტების მიზნით შესაბამისი კომპანიების მოძიება და მათთან თანამშრომლობა;
** თანამშრომელთა სამოტივაციო და სხვა სახის HR პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;
** პერსონალის ჩართულობის, ლოიალურობის კვლევების დაგეგმვა, ჩატარება და შედეგებიდან გამომდინარე რეკომენდაციების შემუშავება.
** განხორციელებული პროექტების ეფექტურობის ანალიზი/შეფასება და ანგარიშგება;
** შემუშავებული პროექტების /აქტივობების უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების შემდეგ ჩაშვება და მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ადამიანური რესურსების მართვის ან მარკეტინგის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** ინოვაციურობა და ინიციატივიანობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სხვადასხვა სიტუაციაში ლავირების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი და თავაზიანი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 12 დეკემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია