Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ოლფა
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
ფარმაცევტული კომპანია "ოლფა" წარმოადგენს ერთ ერთ უმსხვილეს საწარმოს ბალტიისპირეთში 50 წლიანი გამოცდილებით ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებაში. ამჟამად კომპანიაში წარმოებული მედიკამენტები და ქიმიური ნივთიერებები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტირდება, მათ შორის ევროპაში, აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში, აზიაში და ავსტრალიაში.

ფარმაცევტული კომპანია "ოლფა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

ძირითადი მოვალეობები:

** ეფექტური კომუნიკაციის და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ადგილობრივი სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან- ექიმებთან, ფარმაცევტებთან, სამედიცინო ადმინისტრაციასთან
** კომპანიის მედიკამენტების ცნობადობის გაზრდა სამიზნე აუდიტორიასთან, მასთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბების გზით
** სემინარების, პრეზენტაციების, კონფერენციების ორგანიზება
** სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება
** პროდუქტების რეალიზაციის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა მიმაგრებულ ტერიტორიაზე
** მივლინება ახლომდებარე ქალაქებში

საბაზო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
** სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (MS office)
** ავტომობილის მართვის მოწმობა
** რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარი სამუშაო განრიგის ორგანიზების და მართვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება და კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო სამუშაოს დინამიურ და მეგობრულ გარემოში
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მოქნილ საბონუსე სქემას (კვარტალური, წლიური)
** ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ ტრენინგებს და სწავლების პროგრამებს
** კორპორატიულ პაკეტს (ლეპტოპი, მობილური ტელეფონის ხარჯის ანაზღაურება, კორპორატიული ავტომანქანა, ჯანმრთელობის დაზღვევა და სამსახურთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება)

გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე vacancyolainfarm@gmail.com. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტერვიუს.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე