|
დასახელება:
ცომეულის/მეხინკლის მზარეული
|
| მომწოდებელი:
გურამიშვილის მარანი
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას რესტორან "გურამიშვილის მარანში" ცომეულის/მეხინკლის მზარეულის პოზიციაზე.
მდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ცომის მოზელის, ფორმირების და ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა
** ხინკლის სწორად ჩამოსმის უნარი — გრამაჟი, ფორმა, ტექსტურა
** ცომეულის დეტალური ტექნოლოგიის ცოდნა (ხაჭაპური, ლობიანი, ფენოვანი ცომეული - სასურველი)
** სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის გამოცდილება
** ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვა
** დღიური ცომის მომზადება და ხარისხის კონტროლი
** ხინკლის ჩამოსმა რეცეპტურისა და სტანდარტის მიხედვით
** ცომეულის ფორმირება, გამოცხობა/მომზადება
** პროდუქტების წესრიგით შენახვა
** სამზარეულოს გუნდთან კოორდინაცია
** მეგრული კვერების მომზადება
** პატარა ხინკლების წვნიანის მომზადება
** მთის რეგიონისთვის დამახასიათებელი სუნელების ცოდნა და ფარშის გემოზე დასმა
პიროვნული თვისებები:
** ყურადღება დეტალებისადმი
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სისუფთავის სიყვარული
უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული;
დამატებითი ინფორმაციისთვის: +995 598 080 633, +995 551 30 00 00
თბილისიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მზარეული.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
|
|
|
|