|
დასახელება:
მიკრობიოლოგი
|
| მომწოდებელი:
ნათაძის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 01 იანვარი
|
შპს "გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროთი დადგენილი მეთოდების გამოყენებით მოახდინოს საკვლევი ნიმუშების (წყალი, ნიადაგი, ჰაერი, სურსათი, ჩამონაბან-ჩამონარეცხები და სხვა) აღება და მიკრობიოლოგიური კვლევა საგამოცდო სფეროში გაწერილი მეთოდების გამოყენებით;
** ხელი შეუწყოს განყოფილებაში ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვას ისო 17025-ის მიხედვით;
** მოახდინოს ლაბორატორიისათვის აქტუალური ახალი მეთოდების შესწავლა, დანერგვა და ვალიდაცია;
** შეიმუშაოს/გაწეროს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები, ინსტრუქციები და სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია;
** უზრუნველყოს ლაბორატორიათაშორისი და პროფესიული ტესტირებების ჩატარება;
** აკონტროლოს ლაბორატორიის სახარჯი მასალების ნაშთები შესაბამისი პროცედურის მიხედვით;
** დაიცვას: ჩატარებული გამოცდების შედეგების კონფიდენციალურობის მოთხოვნები, ინსტიტუტის შინაგანაწესი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - დოქტორი ან მაგისტრი (მიკრობიოლოგია ან ბიოლოგია);
** საგამოცდო ლაბორატორიაში (სურსათის ან/და გარემოს ობიექტების კვლევის სფეროში) მიკრობიოლოგის პოზიციაზე სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) ;
** ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესად;
** სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა - ინგლისური
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციებისა და CV წარმოდგენა მისამართზე r.kobakhidze@hygiene.ge სავალდებულოა.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობა -"მიკრობიოლოგი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.
გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატის გამოსაცდელი ვადით სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, დროებითი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება ურთიერთ შეთანხმებით.
გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის მუდმივ შტატში აყვანის შემთხვევაში, თანამშრომელს დაენიშნება გამოსაცდელ ვადაში დანიშნულ ხელფასთან შედარებით ფიქსირებულად მაღალი სახელფასო განაკვეთი.
|
|
|
|