Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
"კონტაქტ ჰოუმის" გუნდში ვეძებთ ქოლცენტრის ოპერატორს

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო შარტავას №33;

ქოლცენტრის ოპერატორის ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

** კლიენტებისთვის გადახდის თარიღების და თანხების დაზუსტება;
** საჭიროების შემთხვევაში გადახდის გრაფიკის განმარტება ან შეთანხმების მოძიება გადახდის;
** კომპანიის შიდა განვადების პოლიტიკის დაცვა და კლიენტებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება;
** ყოველდღიური ანგარიშგება ზარებისა და მიღებული შედეგების შესახებ პასუხისმგებელ პირს.

ჩვენს გუნდში ვეძებთ ქოლცენტრის ოპერატორს, რომელსაც აქვს:

** უმაღლესი განათლება ან არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მუშაობის გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** რუსული/ინგლისური სასაუბრო დონეზე ცოდნა

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00, ერთი საათი შესვენება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 იანვარი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ქოლ-ცენტრის ოპერატორი"

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე