|
დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ჯორჯიან ეარვეის
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 01 იანვარი
|
ავიაკომპანია შპს "ჯორჯიან ეარვეისი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ავიაკომპანიის მომხმარებელთა სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურება
** გამავალი და შემომავალი ზარების განხორციელება
** ავიაკომპანიის სხვადასხვა საოპერაციო ფუნქციების შესრულება: ფიზიკური პირების, კორპორაციული მომხმარებლების, მგზავრების მომსახურების, ავიაბიალეთების შესყიდვის, ავიარეისების განხორციელებისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ა.შ
** ავიაკომპანიის მომხმარებლებთან ელექტრონული კორესპონდენციის ოპერატიული და კვალიფიციური განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა
** სამივე ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** იტალიური, გერმანული, ესპანური და ფრანგული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office, Outlook)
** სასურველია ავიაციის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@georgian-airways.com არა უგვიანეს 2026 წლის 1 იანვრამდე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@georgian-airways.com და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
|
|
|
|