|
დასახელება:
ლოგისტიკის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ციფრული მმართველობის სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 09 დეკემბერი
|
"ციფრული მმართველობის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ლოგისტიკის სამსახურის ლოგისტიკის სპეციალისტი.
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:
** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
ფუნქციები:
** სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოპარკის მართვა და კონტროლი:
** სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების GPS მონიტორინგით კონტროლის განხორციელება;
** სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფა;
** სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა შესაბამისი კონტრაქტორების მეშვეობით;
** სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების კონტროლი;
** ავტოპარკის მართვის მიმართულებით ყველა სახის ხელშეკრულების კონტროლი, მ.შ. დეფექტური აქტების შედგენა, ინსპექტირების განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** სააგენტოს სარგებლობაში არსებული გენერატორების საწვავით უზრუნველყოფა და ხარჯვის კონტროლი.
** სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო მომსახურებების ხელშეკრულებების მართვა და კონტროლი, მ.შ. კომპეტენციის ფარგლებში ინსპექტირების განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** სააგენტოს ბალანსზე არსებული ქონების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
** სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
დამატებითი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკური ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია საბიუჯეტო ორგანიზაციაში.
** უნდა ფლობდეს აქტიური მართვის მოწმობის B კატეგორიის.
უნარ-ჩვევები:
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
საკონკურსო თემატიკა:
** "სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება;
** "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი.
** "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანება;
** "საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება;
** საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ;
კონკურსის ეტაპები:
** შემოსული განცხადებების გადარჩევა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge
მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ლოგისტიკის სპეციალისტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|