|
დასახელება:
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
"საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია" 2026 წლის 1-ლი იანვრიდან აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 17:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 1800 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში გამოცდილება სასურველია
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook და სხვა)
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი კომუნიკაციის უნარი
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი სტილი
** ორგანიზებულობა და მრავალფეროვან ამოცანებთან მუშაობის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
** ფედერაციისთვის პროექტების მომზადება - დონორებთან კომუნიკაცია
** ფედერაციის მედია კომუნიკაციების მართვა
** პრესრელიზების, განცხადებებისა და ინფორმაციული მასალების მომზადება
** სოციალური ქსელებისთვის კონტენტის დაგეგმვა და გამოქვეყნება
** ფედერაციის ღონისძიებების საზოგადოებრივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** პარტნიორ ორგანიზაციებთან, მედია წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა
** ფედერაციის იმიჯისა და საჯაროობის გაძლიერება
CV გადმოაგზავნეთ შემდეგ მეილზე: tiko.gogatishvili@geotennis.ge ა.წ. 15 დეკემბრამდე.
|
|
|
|