Робота для біженців з України
დამლაგებელი/დიასახლისი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი/დიასახლისი
მომწოდებელი: გუდ ჰოსტი
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
"გუდ ჰოსტი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო ნომრის დამლაგებლის/დიასახლისის (Room Attendant / Housekeeper) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ახალი გუდაური, სეზონური (3 თვე)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500

ძირითადი მოვალეობები:

** აპარტამენტების ყოველდღიური დალაგება და მოწესრიგება;
** საწოლების გამოცვლა და თეთრეულის, პირსახოცების შეცვლა დადგენილი სტანდარტის მიხედვით;
** სანიტარული კვანძის (საპირფარეშო, შხაპი და ა.შ.) სრულყოფილი დალაგება და დეზინფექცია;
** საჭიროებისამებრ ჰიგიენური საშუალებებისა და ოთახის აქსესუარების შევსება;
** სტუმრების მიმართ თავაზიანი დამოკიდებულება.
** პრობლემების ან ხარვეზების დროული შეტყობინება ადმინისტრაციასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სასტუმროს დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ყურადღება დეტალების მიმართ, სისუფთავე და მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და პოზიტიური დამოკიდებულება.

კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება:

** საცხოვრებელი ფართი
** ტრანსპორტირება
** დროული ანაზღაურება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: info@goodhost.travel ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555553080
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე