|
დასახელება:
რეცეფციის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
გუდ ჰოსტი
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 01 იანვარი
|
"გუდ ჰოსტი" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ახალი გუდაური/სეზონური (3თვე)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1700
ჩვენ ვეძებთ მეგობრულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან რეცეფციის თანამშრომელს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება სტუმრების დახვედრა და მათი შემდგომი მხარდაჭერა.
მთავარი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** სტუმრის ანგარიშსწორება,
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და კომუნიკაციის მართვა
** სტუმრების რეგისტრაცია / მობილურ აპლიკაციაში შესაბამისი მონიშვნების წარმოება
** საერთო ადმინისტრაციული დავალებების შესრულება
** პრობლემურ შემთხვევებზე დროული რეაგირება და შესაბამის მენეჯერთან კოორდინაცია
საჭირო უნარები:
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანი დამოკიდებულება
** მართვის გამოცდილება და მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა
** ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაციის უნარი (რუსული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად)
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** საბაზისო ტექნოლოგიური უნარები (სატელეფონო აპლიკაციის მოხმარებას შეასწავლით ადგილზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას,
** სტაბილურ ანაზღაურებას
კომპანია ოპერირებს რამდენიმე შენობაში, შენობები განლაგებულია ერთ უბანში და ძირითად შემთხვევაში მძღოლი უზრუნველყოფს შენობებს შორის გადაადგილებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: info@goodhost.travel ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555553080
|
|
|
|