|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
პიკოლა თოისი
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 01 იანვარი
|
"პიკოლა" არის სათამაშოებისა და საბავშვო ტანსაცმლის იმპორტიორი კომპანია, რომელიც ვაჭრობს საცალოდ. პიკოლა თოისი გახლავთ პიკოლას სათამაშოების ხაზი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის გასართობ პროდუქციას პატარებისთვის: სათამაშოები, ელექტრო მანქანები და მოტოციკლეტები, სასრიალოები, საქანელები, სახლები, ღობეები და ა.შ.
ვებსაიტი: https://piccolatoys.ge/
"პიკოლა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისის სათამაშოების მაღაზიის ფილიალში.
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე კვირაში
სამუშაო საათები: ერთცვლიანი - 12:00-21:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1, 100 ლარი + ბონუსი;
ფილიალის მისამართი: ქუთაისი, პირველი ქუჩა 2გ (გუგუნავას ქუჩის პარალელურად);
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის მაღალ დონეზე კონსულტაციის გაწევა;
** თაროებზე პროდუქციის განთავსება;
** მონაცვლეობით სალაროსთან მუშაობა;
** ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა აუცილებელი არ არის. მთავარია კანდიდატი იყოს მონდომებული;
** სასურველია ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა კომუნიკაციისთვის
პიროვნული თვისებები:
** ენერგიული და ხალისიანი;
** პასუხისმგებლობიანობა;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა
კომპანია გთავაზობთ:
** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და კომფორტულ გარემოს;
** პიკოლა თოისის პროდუქციაზე ფასდაკლებას თანამშრომლისთვის
თუ გსურთ გახდეთ პიკოლას გუნდის წევრი, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@piccolatoys.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ "კონსულტანტი")
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 571 770 707
|
|
|
|