Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685482&print=yes&view=jobs
 
მზარეული-დემი შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული-დემი შეფი
მომწოდებელი: არტ ჰაუსი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
"არტ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას მზარეული-დემი შეფის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის ქ. #7
სამუშაო განაკვეთი: სრული

"არტ ჰაუსი" წარმოადგენს შეხვედრების ადგილს შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, სადაც ხელოვნება, გასტრონომიული მრავალფეროვნება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დასვენება ერთიანდება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების მომზადება წინასწარ შედგენილი რეცეპტების და კალკულაციის სრული დაცვით.
** პროდუქტის მიღება, დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
** სამზარეულოს სასაქონლო მარაგების ეფექტური გამოყენება, აღწერა, გახარჯული პროდუქციის ჩამოწერის წარმოება. საჭირო მარაგების რაოდენობის და ხარისხის კონტროლი.
** საკვების სწორ ტემპერატურაზე შენახვა და მონიტორინგი.
** კომპანიაში არსებული ყველა პროცედურის, მათ შორის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების, ასევე ჰიგიენის წესების მაღალ დონეზე დაცვა.
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა გუნდური მუშაობის გათვალისწინებით.

ზოგადი მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

უნარები:

** სისწრაფე და დროის მართვის უნარი
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტაცია და სიზუსტე
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@thearthouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

hr@thearthouse.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე- hr@thearthouse.ge.
დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს "მაგთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია