Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685478&print=yes&view=jobs
 
მეხინკლე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეხინკლე
მომწოდებელი: Plus One
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
კომპანია "Plus One" - თანამედროვე სივრცეა, რომელიც აერთიანებს კაფეს, ბარს და მუსიკალურ სცენას. ჩვენი მიზანია შევქმნათ კომფორტული და ინოვაციური ადგილი, სადაც სტუმრებს დახვდებათ ხარისხიანი მომსახურება, საინტერესო ღონისძიებები და მეგობრული ატმოსფერო.

"Plus One"-ში ვაფასებთ გუნდურობას, პროფესიონალიზმსა და განვითარებაზე მუდმივ ფოკუსს. სწორედ ამიტომ ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ჩვენი ოჯახის ნაწილი და ერთად შევქმნათ განსაკუთრებული გამოცდილება ჩვენი სტუმრებისთვის

ვეძებთ პასუხისმგებელ და გამოცდილი მეხინკლეს, რომელიც ჩაერთვება ხინკლის მომზადების პროცესში და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სტანდარტებს.

მოვალეობები:

** ხინკლის სხვადასხვა სახეობის მომზადება
** მასალების სწორად დამუშავება და ტექნოლოგიური პროცესების დაცვა
** სამზარეულოს სისუფთავისა და ჰიგიენის შენარჩუნება
** პროდუქტის ხარისხისა და ვიზუალის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მეხინკლედ მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** სისწრაფე და ორგანიზებულობა
** გუნდში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს
** მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს
** განვითარების შესაძლებლობას
** კომფორტულ სამუშაო პირობებს

სამუშაოს აღწერილობა:

** მუშაობს 2 დღე 10:30-22:30
** 2 დღე დასვენება
** ხელფასი: 1500 ლარი

თუ ფიქრობთ, რომ შეესაბამებით ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ თანამედროვე და შემოქმედებითი გუნდის ნაწილი - გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: plusonetbs@gmail.com - საგანში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 592256111
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია