Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685477&print=yes&view=jobs
 
შეფი - ქართული სამზარეულო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფი - ქართული სამზარეულო
მომწოდებელი: Plus One
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
კომპანია "Plus One" - თანამედროვე სივრცეა, რომელიც აერთიანებს კაფეს, ბარს და მუსიკალურ სცენას. ჩვენი მიზანია შევქმნათ კომფორტული და ინოვაციური ადგილი, სადაც სტუმრებს დახვდებათ ხარისხიანი მომსახურება, საინტერესო ღონისძიებები და მეგობრული ატმოსფერო.

"Plus One"-ში ვაფასებთ გუნდურობას, პროფესიონალიზმსა და განვითარებაზე მუდმივ ფოკუსს. სწორედ ამიტომ ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ჩვენი ოჯახის ნაწილი და ერთად შევქმნათ განსაკუთრებული გამოცდილება ჩვენი სტუმრებისთვის

გვესაჭიროება ენერგიული და მრავალფუნქციური უნივერსალ შეფი ქართული სამზარეულოს მიმართულებით, რომელიც შეძლებს სხვადასხვა კერძის მომზადებას და სამზარეულოს პროცესების ეფექტიან მართვას.

მოვალეობები:

** სხვადასხვა ტიპის ქართული კერძების მომზადება
** სამუშაო პროცესის ორგანიზება და დაჩქარებული რეჟიმის მართვა
** პროდუქტების სწორად გამოყენება და ხარისხის კონტროლი
** სამზარეულოს სტანდარტების დაცვა და ჰიგიენის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობიანი, ენერგიული და მრავალფუნქციური მიდგომა
** სტრესული გარემოს მართვის უნარი
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაოს
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას

სამუშაოს აღწერილობა:

** მუშაობა 2 დღე 11:00-23:00
** 2 დღე დასვენება
** ხელფასი 1300

თუ ფიქრობთ, რომ შეესაბამებით ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ თანამედროვე და შემოქმედებითი გუნდის ნაწილი - გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: plusonetbs@gmail.com - საგანში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 592256111
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია