Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685472&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: NIKS Consulting
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
"NIKS Consulting" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (შესვენება 1 საათი)

ჩვენ შესახებ: "NIKS Consulting" არის მრავალპროფილური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ორგანიზაციებს მათზე მორგებულ ბიზნეს გადაწყვეტილებებს სთავაზობს შემდეგი მიმართულებებით: იურიდიული, ფინანსური, ბუღალტრული, ადამიანური რესურსები, მარკეტინგული და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება.

ჩვენი ძალა ადამიანებშია - გუნდში, რომელიც იზიარებს განვითარების საერთო ხედვას და ქმნის სტაბილური ზრდის საფუძველს.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური ოპერაციების უზრუნველყოფა და საოფისე სივრცეების მოწესრიგებულობა/ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
** საოფისე ტექნიკის მდგომარეობის კონტროლი და შეფერხებების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან კომუნიკაცია;
** მომსახურე პერსონალის სამუშაოს კოორდინაცია და ხარისხის მონიტორინგი;
** სტუმრების მიღება, საოფისე სივრცეების მომზადება და შეხვედრების საორგანიზაციო მხარდაჭერა;
** სატელეფონო ზარებისა და ელ-კომუნიკაციის პირველადი მართვა და საჭიროების მიხედვით გადამისამართება;
** კორესპონდენციის ადმინისტრირება (მიღება, გადანაწილება, გაგზავნა, საკურიერო-საფოსტო კოორდინაცია);
** საოფისე მარაგების აღრიცხვა, საჭიროებების გამოვლენა და შესყიდვების განხორციელება;
** ადმინისტრაციული მენეჯერის ოპერატიული მხარდაჭერა და სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელთან სწორად კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერული უნარების ცოდნა (MS Office);
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონე;
** პოზიტიური და ოპერატიული კომუნიკაცია;
** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან მომსახურების სფეროში.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობა და დისციპლინა
** მაღალი ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** დროის ეფექტიანი მართვა
** სტრესის მართვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მენეჯმენტის მხრიდან მუდმივ მხარდაჭერასა და უკუკავშირს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@niksholding.com. სათაურის ველში მიუთითეთ: ვაკანსიის დასახელება - [თქვენი სახელი]
შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია