Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685423&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება - საერთაშორისო ურთიერთობები და პროექტების მართვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - საერთაშორისო ურთიერთობები და პროექტების მართვა
მომწოდებელი: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
ჩვენს შესახებ

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა www.gcci.ge წარმოადგენს წარმოადგენს ქვეყანაში ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას. პალატა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონეზე, აქვს ფართო პარტნიორული ქსელი და წარმოადგენს პალატების გლობალური ქსელის მნიშვნელოვან ნაწილს.

პალატას გაფორმებული აქვს ასზე მეტი მემორანდუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ და რეგიონულ პალატებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და სხვა პროფესიულ გაერთიანებებთან. ამ თანამშრომლობების საფუძველზე პალატა ადგილობრივ მეწარმეებს უქმნის მაღალეფექტურ პლატფორმას უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების დასამყარებლად, ბიზნეს წრეებს შორის კომუნიკაციის გასამყარებლად და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების მოსაძებნად.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას - საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტში.

სტაჟიორის ანაზღაურება: 550 (დარიცხული)

სტაჟირების გავლის მსურველს უნდა ჰქონდეს:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს.

პალატა თავის მხრივ დაეხმარება შეიძინოს გამოცდილება:

** საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში ბიზნესფორუმების, შეხვედრების, პრეზენტაციებისა და გამოფენების დაგეგმვა-ჩატარებაში;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, საქართველოში წარმოდგენილ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან, ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაში;
** ქვეყნის ფარგლებს გარეთ სავაჭრო დელეგაციების ან სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ ვიზიტებთან დაკავშირებით სათანადო პროგრამის მომზადებაში;
** უცხოური კომპანიებისგან შემოსული სავაჭრო-საინვესტიციო წინადადებების დამუშავებაში;

გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@gcci.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ "სტაჟირება საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტი".

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 2025 წლის 21 დეკემბერი.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მხარს უჭერს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილების მიღება ხდება აპლიკანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით და არა რასის, კანის ფერის, ნაციონალობის, რელიგიის, გენდერის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ოჯახური მდგომარეობის, ან რაიმე სხვა მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია