Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685383&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული ასისტენტი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
"მაკდონალდსი" მსოფლიოში უმსხვილესი კვების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველდღიურად 68 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება და საქართველოში 1999 წლის 5 თებერვლიდან ოპერირებს.

"მაკდონალდსი" კიდევ უფრო ვითარდება, ხსნის რესტორნებს, რაც გულისხმობს, რომ იზრდება კომპანია და იზრდება დასაქმების შესაძლებლობა.
გაზაფხულზე ქალაქ თელავში მაკდონალდსის ახალი რესტორანი იხსნება, რაც შესანიშნავი შანსია მათთვის, ვისაც სურს საერთაშორისო, სტაბილურ და მეგობრულ გარემოში დაიწყოს ან განავითაროს კარიერა.

მაკდონალდს საქართველო აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე თელავში.

ჩვენ გთავაზობთ:

** 70% ფასდაკლება მაკდონალდსის პროდუქციაზე;
** შიდა გუნდური კონკურსები, ექსკურსია და სხვა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ანაზღაურება - 2200 -3100 (გადასახადების ჩათვლით);
** ბონუსი: წელიწადში ორჯერ, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის მიხედვით. მაღალი სამუშაო შეფასების დროს, თვიური ანაზღაურების 75%.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომელთა მოზიდვის / შერჩევისა და აყვანის სრული პროცესის ორგანიზება HR პოლიტიკაში დამტკიცებული წესების მიხედვით;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების ადმინისტრირება (შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების, დანართების გაფორმება);
** თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის ადმინისტრირება პროგრამაში;
** HR ტაბელის წარმოება;
** თანამშრომლებისთვის სამოტივაციო აქტივობების ორგანიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი;
** ადგილმდებარეობა: ქ.თელავი, შოთა რუსთაველის გამზირი #6

თუ დაინტერესებული ხარ ჩვენი ვაკანსიით და გსურს შემოუერთდე მაკდონალდსის გუნდს, შეავსე ანკეტა შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/vacancy/6925b07bb2b9cd345eb0084a
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია