Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685374&print=yes&view=jobs
 
სვინგ-მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სვინგ-მენეჯერი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
"მაკდონალდსი" მსოფლიოში უმსხვილესი კვების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველდღიურად 68 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება და საქართველოში 1999 წლის 5 თებერვლიდან ოპერირებს.

"მაკდონალდსი" კიდევ უფრო ვითარდება, ხსნის რესტორნებს, რაც გულისხმობს, რომ იზრდება კომპანია და იზრდება დასაქმების შესაძლებლობა.

გაზაფხულზე ქალაქ თელავში მაკდონალდსის ახალი რესტორანი იხსნება, რაც შესანიშნავი შანსია მათთვის, ვისაც სურს საერთაშორისო, სტაბილურ და მეგობრულ გარემოში დაიწყოს ან განავითაროს კარიერა.

მაკდონალდს საქართველო აცხადებს ვაკანსიას სვინგ-მენეჯერის პოზიციაზე თელავში.

ჩვენ გთავაზობთ:

** უფასო კვება;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების ტრენინგები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** სამოტივაციო პროგრამები - შიდა გუნდური კონკურსები, წლის საუკეთესო მენეჯერის ჯილდო, ექსკურსია და სხვა;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება:

** საათობრივია და ოდენობა დამოკიდებულია თვის ჭრილში ნამუშევარი საათების რაოდენობაზე;
** საშუალო ანაზღაურება სრული სამუშაო განაკვეთის დროს შეადგენს 2000 - 2500 ლარი (გადასახადების ჩათვლით);
** საათობრივი ტარიფი მზარდია შიდა პოლიტიკით - პირველი გარანტირებული მატება მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ განხორციელდება;
** 23:00 - 06:00 მუშაობის პერიოდში განსაზღვრულია 75%-ით გაზრდილი საათობრივი ტარიფი;
** ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შემთხვევაში განსაზღვრულია 50%-ით გაზრდილი საათობრივი ტარიფი;
** ოფიციალური დასვენების დღეს მუშაობის შემთხვევაში ორმაგი საათობრივი ანაზღაურება;
** ბონუსი: წელიწადში ორჯერ, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის მიხედვით. მაღალი სამუშაო შეფასების დროს, საშუალო თვიური ანაზღაურების 75%.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის სვინგ-მენეჯერი, ექვემდებარება რესტორნის დირექტორს და როგორც მენეჯერული რგოლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია ფილიალის ყოველდღიური საოპერაციო პროცედურების მაღალი ხარისხით წარმართვაზე;
** რესტორნის სამუშაო პროცესი დაყოფილია სამ მონაკვეთად, სამ ცვლად. ცვლის განმავლობაში სვინგ მენეჯერი მართავს რესტორნის კონკრეტულ სადგურს ან მთლიანად ცვლას მაკდონალდსის სტანდარტების შესაბამისად;
** სამუშაო პროცესში მენეჯერი პასუხისმგებელია უზრუნველყოს რესტორნის სტუმართა მომსახურების მაღალი ხარისხი;
** პასუხისმგებელია უზრუნველყოს თანამშრომელთა მოტივაცია და მხარდაჭერა ცვლის განმავლობაში. მათი სამუშაო ფუნქციების კოორდინირება და დავალებების მაღალი ხარისხით შესრულების მონიტორინგი;
** სვინგ მენეჯერი მონიტორინგს უწევს მოწყობილობების გამართულად მუშაობას და წამოჭრილ პრობლემებზე ახდენს დროულ რეაგირებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სამუშაო განრიგი მზადდება თვიურად, თვის დაწყებამდე 10 დღით ადრე; გრაფიკი მცოცავია და მოიცავს შემდეგ ცვლებს: 07:00-15:00; 15:00-23:00; 23:00-07:00; კვირის ჭრილში განსაზღვრულია 5 სამუშაო დღე; თვის ჭრილში შესაძლოა განისაზღვროს მაქსიმუმ 8 ღამის ცვლა.
** ადგილმდებარეობა: ქ.თელავი, შოთა რუსთაველის გამზირი #6

შერჩეული კანდიდატები ტრენინგს გაივლიან თბილისის მაკდონალდსის რესტორანში, ტრენინგის ხანგრძლივობა - 3 თვე; ტრენინგი არის ანაზღაურებადი ტრენინგის პერიოდში გატარებული საათების მიხედვით. ასევე, აღნიშნულ პერიოდში სრულად ანაზღაურებული იქნება მივლინებისა და საცხოვრებელი ხარჯები;

თუ დაინტერესებული ხარ ჩვენი ვაკანსიით და გსურს შემოუერთდე მაკდონალდსის გუნდს, შეავსე ანკეტა შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/vacancy/6925aaf2b2b9cd345eb0083f
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია