|
დასახელება:
ინტერიერის Senior დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
ქრაფთი
|
|
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
|
"Crafty/ქრაფთი" ბრენდის მისიაა ინტერიერის კონცეპტუალური დაგეგმვა და აღსრულება აქციოს სიამოვნებად.
კომპანიის მომსახურებაში შედის: სარემონტო, ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურისა და კერძო მშენებლობის მიმართულებები.
ვეძებთ გამოცდილ ადამიანს, რომელსაც კარგად შეუძლია გუნდის მოტივირება და სრულიად იაზრებს კომპანიის ხედვასა და შეთავაზებულ სტილისტიკას.
ინტერიერის Senior დიზაინერის ფუნქციათა ნუსხას წარმოადგენს:
** დამკვეთთან კომუნიკაცია და დიზაინერისთვის დავალების გაცემა
** ინტერიერის დიზაინის პროექტის სივრცითი დაგეგმარება
** 3D რენდერი და საჭიროების შემთხვევაში ვიზუალების კორექცია
** დიზაინერული ალბომის მომზადება შესაბამისი ტექნიკური ნახაზებით
** პროექტის ფარგლებში სარემონტო მეთვალყურეობა და პროექტის მენეჯერთან კომუნიკაცია.
** ობიექტზე ვიზიტი სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება
** პროექტის წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ჩაბარება და შესაბამისი სამუშაო პროგრამაში, დეტალური რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით;
** ინტერიერის დიზაინის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია 3d max, Photoshop პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა და მათში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
გთავაზობთ:
** საინტერესო გამოცდილებას და მეგობრულ გარემოს
** დისტანციურ მუშაობის პრინციპს.
** Per project ანაზღაურებას
** მრავალფეროვან პროექტებს (აპარტამენტები, კერძო სახლები და საცხოვრებელი კომპლექსები, კომერციული ობიექტები, ოფისები)
დაინტერესების შემთხვევაში აუცილებელია მიუთითოთ მეილის სათაურში პოზიციის დასახელება, და CV ერთად გადმოგვიგზავნოთ თქვენი პორტფელის ლინკი მისამართზე hr@crafty.ge
|
|
|
|