Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685260&print=yes&view=jobs
 
პრომო აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომო აგენტი
მომწოდებელი: პრემიერ პლიუსი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
შპს "პრემიერ პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას პრომო გოგო/ბიჭის პოზიციაზე.

მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში, 1-3 წელი

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველების და გადმოცემის უნარი.
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, ენერგიული.
** ორგანიზებული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქტების სიღრმისეული ცოდნა, მისი მახასიათებლების უპირატესობები ს გათვალისწინებით.
** ხელმისაწვდომი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი მომხმარებლებთან.
** იყოს გულისხმიერი მომხმარებელთა საჭიროებების მიმართ, შეეძლოს პროდუქციის ეფექტურად გაყიდვა
** ჰქონდეს მოსმენის კარგი უნარი, რათა გაიგოს მომხმარებლის საჭიროება და რეკომენდაცია გაუწიოს პროდუქტებს, რომლებიც დააკმაყოფილებს მომხმარებელს.
** ყურადღება მიაქციოს დეტალებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოების საკითხებს, როგორიცაა პროდუქტის უკან დაბრუნება, ასაკობრივი რეკომენდაციები და სათანადო გამოყენება.
** შეძლოს თანამშრომლობით მუშაობა სხვა პერსონალთან, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის დადებითი განწყობა.

ნახევარი განაკვეთი:

** სამუშაო საათები 10:00 - 16:00, ორშაბათი-კვირა
** სამუშაო საათები 16:00 - 22:00, ორშაბათი-კვირა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: z.kavtaraze@premieri.ge.

ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები)

გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, მისამართზე: z.kavtaradze@premieri.ge (ფოტოსურათის გარეშე კანდიდატურა არ განიხილება).

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 დეკემბერი

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები, "პრემიერი 2015"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია