|
დასახელება:
კარდიო განყოფილებისა და კარდიორეანიმაციის ექთანი
|
| მომწოდებელი:
ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი
|
|
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
|
"ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას კარდიო განყოფილებისა და კარდიორეანიმაციის ექთნის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კარდიოლოგიური პაციენტების მუდმივი მონიტორინგი (EKG, წნევა, პულსი, სატურაცია და სხვ.)
** კარდიორეანიმაციის განყოფილებაში კრიტიკული პაციენტების მდგომარეობის შეფასება და სწრაფი რეაგირება
** ექიმის დანიშნულებების შესრულება
** მედიკამენტების მართვა და ინექციების, ინფუზიების ჩატარება
** პაციენტის მოვლის დოკუმენტაციის შევსება
** ინფექციური კონტროლის სტანდარტების დაცვა
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** ექთნის დიპლომი და მოქმედი სერტიფიკატი
** სტაციონარში მუშაობის გამოცდილება
** კარდიოლოგიასა და რეანიმაციაში მუშაობის გამოცდილება
ჩაითვლება უპირატესობად: პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ყურადღებიანობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Info@bih.ge და subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
|
|
|
|