Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685206&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სტაჟიორი
მომწოდებელი: წყალი მარგებელი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სტაჟიორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა: მონაცემების შეგროვება, ფასების შედარება, წინასწარი კვლევა;
** არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაციაში მხარდაჭერა, საჭიროებისამებრ შეკვეთების სტატუსის გადამოწმება, საჭირო ინფორმაციის მოწოდება/შემოწმება;
** ახალი მომწოდებლების მოძიების პროცესში ჩართულობა;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მონიტორინგში ჩართულობა და დადგენილი წესის მიხედვით მათი დაარქივება;
** ERP სისტემაში შესაბამისი მონაცემების ასახვის/დამუშავების პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია არასრული უმაღლესი განათლება;
** სასურველია მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია