Робота для біженців з України
ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ჯეორჯიან პროდაქტს
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
დეკორატიული და სპეციალური ავეჯის მწარმოებელი კომპანია "Georgian Products" (GEOP), წარმატებით ფუნქციონირებს 2014 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საწარმოს საქართველოში. ორგანიზაცია სპეციალიზებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის წარმოებაში და აქტიურად ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე. დღევანდელი მდგომარეობით, "Georgian Products" აერთიანებს დაახლოებით 450 თანამშრომელს. ორგანიზაცია ეფუძნება მაღალი ხარისხის სტანდარტებს და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და უწყვეტ განვითარებაზე.

"Georgian Products" (GEOP), აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ვაკანტური
პოზიციების რაოდენობა: 1
ანაზღაურება: საწყისი-1400 ლარი + კვება და სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა (მგზავრობის ხარჯის დაფარვა).

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო აღჭურვილობის, ელექტრო-საათების და ქსელების მონტაჟი, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
** ავარიული გათიშვების, გაუმართაობის დადგენა და დროული რეაგირება
** ელექტროგაყვანილობის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი
** საწარმოო დანადგარების პერიოდული ინსპექტირება და პრევენციული ტექნიკური სამუშაოების შესრულება
** აღჭურვილობის ელექტრონული და მექანიკური ნაწილების დიაგნოსტიკა
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული სამუშაოს შესრულება, კომპეტენციის ჭრილში
** თანამშრომლებთან კოორდინაცია უსაფრთხოების და ოპერატიული პროცესების უზრუნველსაყოფად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ელექტრიკოსის ან შესაბამისი ტექნიკური განათლება
** სამუშაო გამოცდილება
** ელექტრო უსაფრთხოების ნორმების სრულყოფილი ცოდნა

ბენეფიტი:

** ყოველდღიური კვების უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა (მგზავრობის ხარჯის დაფარვა).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591 50 19 23 ან მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: Hr@geopro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - უმცროსი მექანიკოსი
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე