Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი/ფოტომოდელი მაღაზიისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი/ფოტომოდელი მაღაზიისთვის
მომწოდებელი: Dressy&Outletto by Dressy
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
"Dressy&Outletto by Dressy" - თანამედროვე, ელეგანტური და პრემიუმ ხარისხის აუთლეტ სამოსის მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს განსაკუთრებულ ხარისხსა და დახვეწილ სტილს როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური სივრციდან.

პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი/ფოტომოდელი მაღაზიისთვის.

ლოკაცია: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის 37
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი 12:00-20:00 მდე.

ძირითადი მოვალეობები

** მომხმარებლის პროფესიონალურ კონსულტაციას და მაღაზიაში გაყიდვების უზრუნველყოფას;
** პროდუქტების (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარები) დემონსტრაციას ფოტო და ვიდეო მასალებისთვის;
** მაღაზიაში პროდუქტის სწორ განლაგებას, ვიზუალის მოწესრიგებას და წესრიგის დაცვას;
** მომხმარებლისთვის პროდუქტის შერჩევასა და ზომებზე/სტილზე რეკომენდაციების გაცემას.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** გამოცდილება გაყიდვებში ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია მოდელირების ან კამერასთან მუშაობის პრაქტიკა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

უნარები, რომლებიც გვჭირდება

** კამერასთან თავისუფალი პოზირება და პროდუქტის დემონსტრირება;
** მომხმარებლის ნდობის სწრაფი მოპოვება და ეფექტური კომუნიკაცია;
** გაყიდვების ტექნიკების გამოყენება და შედეგზე მუშაობა.

ჩვენ გთავაზობთ ფიქსირებულ ანაზღაურებას + გაყიდვებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV + ფოტო ან თქვენი სოციალური ქსელის პროფილი (სურვილის შემთხვევაში) ელფოსტაზე: teojishka@yahoo.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე