Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯ.ბ. აუდიტი
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
აუდიტორული ფირმა "JB Audit" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: აუდიტორული ფირმის კონტრაქტორი კომპანიის ოფისი (თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ.).
გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშ-პარ.)
ანაზღაურება: 6500 ლარი (დარიცხული)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის კოორდინაცია, მართვა, კონტროლი
** პირველადი საბუთების შემოწმება, მოწესრიგება
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება "ORIS"-ში (სრული ციკლი)
** გადახდების განხორციელება, ბანკებთან მუშაობა
** საგადასახადო დეკლარაციების, ფინანსური ანგარიშგების მომზადება
** სტატისტიკური ანგარიშის მომზადება და წარდგენის კონტროლი
** დებიტორ-კრედიტორების ნაშთების კონტროლი
** კომპანიის გარე აუდიტორებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება
**  კომპანიის ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე არანაკლებ 3 წელი;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
** საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამ (ებ)ის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია ACCA სერტიფიკატი;

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე:
info.jbauditi@gmail.com. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე