Робота для біженців з України
შეკვეთების და მომარაგების სამსახურის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეკვეთების და მომარაგების სამსახურის ოპერატორი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას არამედიკამენტების შეკვეთების და მომარაგების სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთებში წინასწარ განსაზღვრული რაოდენობების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათი კორექტირება;
** ERP სისტემაში შეკვეთების სტატუსის, ნაშთებისა და ცვლილებების კონტროლი;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია - შეკვეთებისა და მიწოდების დეტალების დაზუსტება;
** აფთიაქებთან კოორდინაცია ფაქტობრივი მოთხოვნის განსაზღვრისა და რაოდენობების კორექტირებისთვის;
** მომწოდებლების შესრულების შეფასება (მიწოდების სიზუსტე, ვადები, ხარისხი);
** შესაბამისი ანგარიშგებების/რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ERP და ABM Inventory სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინ B1);
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 18.12. 2025 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 577 362308

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/JaQiSvxbMf
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე