|
დასახელება:
უფროსი მიმტანი
|
| მომწოდებელი:
Best Western Kutaisi
|
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
|
ქუთაისში მდებარე სასტუმრო "ბესტ უესთერნ"-ი აცხადებს ვაკანსიას უფროსი მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (5/2)
ხელფასი: 1000 ლარი
სამუშაო პირობები: სასტუმრო უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირებას
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა, მომსახურება და გაცილება სერვისის სტანდარტების გათვალისწინებით;
** რესტორნის მომზადება სტუმრების მისაღებად;
** მენიუში არსებული კერძების პროდუქტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
** შეკვეთის მიღება, პროგრამაში ასახვა და დროული მიწოდება;
** სამუშაოს დამთავრების შემდეგ დოკუმენტაციის და სამუშაო ადგილის მოწესრიგება.
ძირითადი მოთხოვნები:
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
საჭირო უნარები:
** კომუნიკაციის და მომსახურების უნარი (თავაზიანობა და ყურადღება);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინისა და ორგანიზებულობის უნარ-ჩვევები
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "ბესთ უესთერნ ქუთაისის" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: administration@bwkutaisi.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|