Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ibis budget Tbilisi Center
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
სასტუმრო "ibis budget Tbilisi Center" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ჩვენი სასტუმრო არის ACCOR-ის - მსოფლიოში წამყვანი სტუმარმასპინძლობის ჯგუფის - ოჯახის წევრი. ჩვენ ვოპერირებთ საერთაშორისო სტანდარტებით, ვქმნით მყუდრო და კომფორტულ გარემოს და ვამაყობთ თბილი და პოზიტიური გუნდით. აქ თითოეულ თანამშრომელს აქვს პერსონალური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რაც გვაძლევს საშუალებას ერთად შევქმნათ საუკეთესო სტუმარმასპინძლობის გამოცდილება.

მისამართი: გიორგი ახვლედიანის ქ. N22, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: თვეში 14-16 დღე
მისამართი: ქ. თბილისი, გიორგი ახვლედიანის N22
ანაზღაურება: 1000 NET

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
** სანიტარული ნორმების ცოდნა;
** სამზარეულოს პროფესიული ინვენტარისა და აღჭურვილობის გამოყენება;

ძირითადი მოვალეობა:

** ყოველდღიური მენიუსთვის საკვების მომზადებაში მონაწილეობა;
** პროდუქტების სათანადო პირობებში შენახვა და როტაციის წესების დაცვა;
** გამოყენებული პროდუქტების ყოველდღიური აღრიცხვა;
** პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი და ვადაგასული პროდუქციის ჩამოწერა;
** ჰიგიენური და სანიტარული წესების დაცვა სამუშაო პროცესში;
** HACCP ჟურნალის მონიტორინგი;
** ნარჩენების სწორად შეგროვება/შენახვა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციასა და გენერალურ დალაგებაში მონაწილეობა;

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვა და მისი დროულად შესრულება.

კომპანია დამატებით გთავაზობთ:

** ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** 30%-მდე ბონუსი
** უფასო კვება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: Ana.GULUA@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე