Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=685109&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ქონექთი
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
"ქონექთის" ბუღალტერიის გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ბუღალტერს.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2ა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET) საწყის ეტაპზე

ძირითადი მოვალეობები:

** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და ცვეთის დარიცხვა;
** ინვენტარიზაციის დაგეგმვა, მონაწილეობის მიღება და მონაცემების დამუშავება;
** ბუღალტრული ინფორმაციის შეყვანა და განახლება სისტემებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება ბუღალტერიაში
** Excel-ის კარგი ცოდნა (ფორმულები, ცხრილები, მონაცემთა ანალიზი)
** საბაზისო ცოდნა ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებში
** გამოცდილება ბუღალტრულ პროგრამებთან ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები და კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირებული და ზუსტი მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** ანალიტიკური აზროვნება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@connect.com.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 15 დეკემბერი.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ ინფორმაციას. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, რეზიუმე შესაძლოა არ განიხილებოდეს მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნების შეუსაბამობის შემთხვევაში, ან დარეზერვდეს სხვა შესაბამის პოზიციაზე. მონაცემები კომპანია შეინახავს 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც შერჩევის პროცესში, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია