Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
კლინიკა ენმედიცი აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: ლავრენტი მანაგაძის ქ.N 3 (ყოფილი - წინანდლის ქ. N 9-11)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
** დასაქმების ისტორია - (მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება, რეგისტრაცია;
** სამედიცინო ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება
** ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო ბარათების აღრიცხვა

დამატებითი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, თავაზიანი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
ანაზღაურება: 800 ლარი

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@enmedic.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე