|
დასახელება:
დამლაგებელი
|
| მომწოდებელი:
ეუ-დენტი
|
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
შპს "ეუ დენტი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დამლაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით სარაჯიშვილის ქუჩა N17 (ავჭალა, კონიაკის დასახლება).
** გრაფიკი: არასრული განაკვეთი.
** ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები).
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკაში ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზრუნვა;
** კლინიკის სათავსოს, ინვენტარისა და კაბინეტში არსებული აღჭურვილობის მოწესრიგება.
** სამედიცინო კაბინეტებისა და საერთო სივრცეების სველი წესით ყოველდღიური დასუფთავება;
** ყოველკვირეული გენერალური დალაგების შესრულება (კედლების, ჭერისა და სხვა ზედაპირების საფუძვლიანი დასუფთავება სადეზინფექციო საშუალებებით);
** სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროული გატანის უზრუნველყოფა;
** შესაბამისი წესით განთავსებული ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება (თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთული სამუშაოს მიმართ მდგრადობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: magda.berikashvili@eu.edu.ge.
გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 7 დეკემბერი.
|
|
|
|