|
დასახელება:
მიმტანი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო ეპიგრაფი
|
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
|
სასტუმრო "ეპიგრაფი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, რევაზ თაბუკაშვილის 38ა
სამუშაო გრაფიკი: 07:30-13:30
ანაზღაურება: 900 NET
აუცილებელი მოთხოვნები:
** სერვისის ან ჰოსპიტალობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინ. 6 თვე)
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
ძირითადი მოვალეობა:
** დარბაზის სისუფთავისა და სწორად განლაგების უზრუნველყოფა;
** მაგიდების სერვირება და სერვისის კარადების/სარეზერვო კუთხის მოწესრიგება;
** სტუმრების მეგობრული მიღება, მისალმება და გაცილება ეტიკეტის წესების შესაბამისად;
** სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება და კერძებზე მოკლე ინფორმაციის მიწოდება;
** მაგიდის მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებლობა;
** საუზმის ბუფეტის მომზადება, კერძების სრულყოფილი წარმოდგენა და ბუფეტის სისუფთავის კონტროლი;
** საუზმეზე სტუმრების კონტროლი და გადახდების დამუშავება (თუ არ არის წინასწარ გადახდილი);
** სამუშაო დრესკოდის, სერვისისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სახანძრო უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** კომპანიის ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვა და მისი დროულად შესრულება.
** ყურადღებიანი და მოწესრიგებული
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე: romankodiana3468@gmail.com და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|