|
დასახელება:
ექიმი - მიკრობიოლოგიი
|
| მომწოდებელი:
მედ-დიაგნოსტიკა
|
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
|
მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკა" 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები. "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს ასევე სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მოსახურებას: 200-მდე ბიოქიმიურ და სისხლის ანალიზს; COVID 19-ის მიმართულებით კვლევებს როგორც ადგილზე, ისე გამოძახებით.
"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ექიმი - მიკრობიოლოგიის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნოდარ ბოხუას I შესახვევი N8;
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით;
ფუნქცია მოვალეობები:
** ლაბორატორიის ყველა მიმართულებაში არსებული ანალიზატორების სრული ოპერატორული და ფუნქციური მომსახურების უზრუნველყოფა;
** კალიბრაციის და შიდალაბორატორიული კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად დადგენილი პროცედურის მიხედვით;
** ხარისხის გარე კონტროლის პროცედურების შესრულება და შედეგების ონლაინ პლატფორმაზე ატვირთვა; შედეგების სტატისტიკური ანალიზის ჯგუფური განხილვა, არავალიდური გადახრების ანალიზი, პოტენციური მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრის პროცედურების განხორციელება;
** ოპერატორული მოვლის "maintenance" პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის კალენდრის მხიედვით და შესაბამისი დოკუმენტირება აღრიცხვის ფორმაში;
** საანალიზო პროცედურების შესრულება დროულად და ხარისხიანად.
** გამოკვლევის შედეგების დამუშავება, შესაბამისობის კონტროლი და ვალიდაცია ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში.
** რეაქტივები, საკალიბრო მასალების და საკონტროლო ხსნარების ვადების ქრონოლოგიის მკაცრი დაცვა; მარაგების თვალყურის მიდევნება; მარაგების მართვის სპეციალისტთან ერთად მარაგების აღწერების პროცესების უზრუნველყოფა და წარმოშობილი აუცილებლობების იდენტიფიცირება და მონიტორინგი;
** სამუშაო პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემური საკითხის განხილვა ლაბორატორიის ადმინისტრაციულ გუნდთან.
** შიდა პროცედურებში განსაზღვრული მოვალეობების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - /ბიოლოგიის/მედიცინის/ განხრით;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერთიფიკატი)
** ლაბორატორიული პროცესის ეტაპების სრულყოფილი ცოდნა. ანალიზური და პოსტანალიზური პროცედურების უზრუნველყოფა.
** პროფესიული საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|