Робота для біженців з України
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: მედ-დიაგნოსტიკა
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
სამედიცინო კომპანია შპს მედ-დიაგნოსტიკა აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული (განიხილება არასრული განაკვეთიც), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის მიმდინარე საქმიანობაში ჩართულობა;
** მიმდინარე საკითხების დაგეგმვა, დელეგირება, განხორციელების მონიტორინგი;
** თანამშრომლების კონტროლი, ანგარიშების მოთხოვნა და ამის შესახებ დირექტორის ინფორმირება.
** კომპანიის სახელით შეხვედრების ორგანიზება, დაგეგმილ შეხვედრებზე დასწრება და კომპანიის ინტერესების დაცვა;
** ხელმძღვანელის ან დამსაქმებლის სხვა დავალებების შესრულება;
** სამუშაოს სრულყოფილად შესრულებისთვის აუცილებელი სხვა ვალდებულების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** აუცილებელია მუშაობის გამოცდილება 5 - 10 წელი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

რას გთავაზობთ კომპანია:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** საბონუსე სისტემას;

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე