|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მედ-დიაგნოსტიკა
|
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
|
სამედიცინო კომპანია შპს მედ-დიაგნოსტიკა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული (განიხილება არასრული განაკვეთიც), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვა;
** მომხმარებელთა ბაზების სეგმენტაცია, ფორმირება, მართვა და განვითარება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმართვა;
** კონტროლი/მონიტორინგი ყველა საჭირო პროცედურაზე, იმისათვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება;
** არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობის განვითარება;
** ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება და განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** აუცილებელია ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება 5 - 10 წელი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
რას გთავაზობთ კომპანია:
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** საბონუსე სისტემას;
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
|
|
|
|