|
დასახელება:
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
IT Craft
|
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
|
ვაკანსია IT Craft- ში IT Support სპეციალისტის პოზიციაზე.
ITCraft - არის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია IT მიმართულებით, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად სრულ მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესებს.
ვეძებთ კადრს რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან განვითარებაზე IT სფეროში.
სამუშაოს აღწერა:
** კომპიუტერების ტექნიკური გაუმართაობის დადგენა/დიაგნოსტიკა, აღმოფხვრა;
** სხვადასხვა ქსელური მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სკანერების და საბეჭდი სისტემების მხარდაჭერა;
** უკაბელო წვდომის წერტილების კონფიგურაცია, მონტაჟი;
** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება.
** კონსულტაცია ტელეფონის საშუალებით და დისტანციური წვდომის პროგრამების მეშვეობით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საბაზისო ცოდნა IT სფეროში
** ინგლისური ენის ცოდნა.
** სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00- მდე, შაბათი მოკლე სამუშაო დღე მორიგეობით 15:00 მდე, კვირა დასვენება.
ანაზღაურება: ხელფასი განპირობებულია ცოდნასა და გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@itcraft.ge და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურში.
|
|
|
|