Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684987&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ-საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"Smotors" - ხარისხი დეტალებშია!

პოზიციის დასახელება: ოფისის მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
სამუშაო გრაფიკი: სრული.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა-ადმინისტრირება;
** კომპანიის ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა - ოპერატიული რეაგირება;
** ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა (ტექნიკური, სამეურნეო საკანცელარიო, შრომის უსაფრთხოების თუ სხვა საკითხების, მათ შორის დასუფთავებისა და ინვენტარის კონტროლი)
** მიღებული და გაგზავნილი ხელშეკრულებების ორიგინალების კონტროლი; სერვერზე დაარქივება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაოს შინაარსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;
** გადარიცხვების ვიზირების ატვირთვა ბუღალტერიის რეესტრში;
** სხვა ორგანიზაციული საკითხები;
** კომპანიის ადმინისტრაციის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელმისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "Smotors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია