Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზია
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
მობილურის აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზიაში ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის 104
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 16:30 ან 16:30- 23:00, კვირაში 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
ანაზღაურება: 900₾ ფიქსირებული+ ბონუსი გაყიდვებიდან

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაცია
** მაღაზიაში არსებული მარაგის კონტროლი
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა
** მაღაზიაში სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნებაში მონაწილეობა (დამლაგებელი უზრუნველყოფილია, თუმცა კონსულტანტსაც მოეთხოვება ყოველდღიური წესრიგის დაცვა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (რუსულის მინიმალური დონე ჩაითვლება უპირატესობად)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** აქტიურობა და კომუნიკაბელურობა

დამატებითი ინფორმაცია:

** შერჩეულ კანდიდატებს უტარდებათ ანაზღაურებადი ტრენინგი
** ვეძებთ სტაბილურ კადრს, მინიმუმ 1-წლიანი თანამშრომლობის პერსპექტივით

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად: ihubinfo1@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე