Робота для біженців з України
ტენდერი ელ. მომარაგების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ელ. მომარაგების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 684954_tender_8911903.zip
"ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს კლინიკის ცენტრალური ფილიალისათვის სარეზერვო ელ. მომარაგების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.

შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს ქალაქ თბილისში, ვაჟა-შაველას გამზ. #27ბ-ში მდებარე კლინიკის ცენტრალური ფილიალისათვის სარეზერვო ელ. მომარაგების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.

** ხარჯთაღრიცხვა მოცემულია დანართი #1-ში;
** პროექტი მოცემულია დანართი #2;
** აფიდავიტი მოცემულია დანართში #3;
** ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №4;

სამუშაოს შესრულების პირობები:

** სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ნორმები.
** მიმწოდებელი კომპანია პასუხისმგებელია გამოყენებული მასალის ხარისხზე.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს/ატვირთოს შემდეგი ინფორმაცია:

** დანართი #1, შევსებული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იქნას, "ექსელის" ფორმატში;
** სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა;
** საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები, მიმწოდებელმა კომპანიამ პასუხიმგებლობა უნდა აიღოს გამოყენებული მასალის ხარისხზე, კონსტრუქციის მედეგობასა და სიმყარეზე;
** სამუშაოების შესრულების ვადა.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge-ს საშუალებით 2025 წლის 08 დეკემბერს, 15:00 სთ-მდე უნდა ატვირთონ შემდეგი საბუთები:

** დანართი #1, შევსებული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (შედგენილი უნდა იყოს თანდართული ნახაზის შესაბამისად) ხარჯთაღრიცხვა აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იქნას, "ექსელის" ფორმატში;
** სამუშაოების შესრულების ვადა.
** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;
** ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია;

პრეტედენტს, დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
** ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
** საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
** ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.
** საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

** ხარისხი;
** ღირებულება;
** სამუშაოების შესრულების ვადა;
** ანგარიშსწორების პირობა;

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს შესაბამისად, პრეტედენტ (ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცადების საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:

1. გიორგი ფაციაშვილი
"ავერსის კლინიკა"-ს ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
ტელ: 577 27 47 44
ელ.ფოსტა: Giorgi.Patsiashvili@aversi.ge;

2. ანი მამუჩიშვილი
"ავერსის კლინიკა"-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი
ტელ: 5 77 21 77 99
ელ.ფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე