Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684937&print=yes&view=jobs
 
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: კლინიკა კონსილიუმი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
კლინიკა "კონსილიუმი" დაარსდა 2015 წელს და მას შემდეგ ერთგულებით ემსახურება პაციენტებს.

კლინიკის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, პროფესიონალთა გუნდი, ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.

ამჟამად კი ვეძებთ გუნდის წევრს რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ჟვანიას 2
სამუშაო განაკვეთი: სრული ორშაბათი - პარასკევი 09:00-18:00სთ
ხელფასი: 1100 (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკაში მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
** მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის სამედიცინო მომსახურებაზე დარეგისტრირება/გადამისამართება/ჩაწერა;
** მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად წარმართვა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა; სწრაფი ბეჭდვა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** სასურველია სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტური მართვა
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ბენეფიტები:

** კვება;
** ანაზღაურებადი შვებულება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად info@consilium.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"კონსილიუმი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია