Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=684845&print=yes&view=jobs
 
სადისტრიბუციო ქსელის განვითარების თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადისტრიბუციო ქსელის განვითარების თანამშრომელი
მომწოდებელი: ეაკონი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
კომპანია "ეაკონი" 15 წელია ახორციელებს სამღებრო აქსესუარების, წებოვანი ლენტების (სკოჩების) სპრეი საღებავების და გახსნელების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

ჩვენი კონცეფციაა შევთავაზოთ კლიენტებს სამღებრო და სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარისხიანი პროდუქცია.
ჩვენს ხარისხს ენდობიან ისეთი კომპანიები როგორიცაა გორგია, დომინო, კაპაროლ ჯორგია და ა.შ.

ამ ეტაპზე ვაცხადებთ ვაკანსიას სადისტრიბუციო ქსელის განვითარების თანამშრომლის პოზიციაზე ბათუმში.

მოვალეობები:

** მარაგების, ასორტიმენტის და მერჩენდაიზინგის კონტროლი DIY მარკეტებსა და სადისტრიბუციო ქსელში;
** ასორტიმენტის ოპტიმიზაცია;
** DIY მარკეტებისა და სადისტრიბუციო ქსელის მონიტორინგი განსაზღვრული პერიოდულობით;
** აქციების და აქტივობების ორგანიზება;
** გაყიდვების ზრდა და გეგმის შესრულება;
** DIY მარკეტებსა და სადისტრიბუციო ქსელში პასუხისმგებელ პირებთან ურთიერთობის დამყარება და პირობებზე მოლაპარაკების წარმართვა;
** ფინანსური სიტუაციის კონტროლი და დავალიანებების ამოღებაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებული პრომოუტერების ეფექტურობის კონტროლი;
** პროდუქციის და სიახლეების წარდგენა - შეთავაზება სადისტრიბუციო ქსელის და DIY მარკეტების მენეჯერებისთვის;
** ბაზრის სისტემატური მონიტორინგი, ფასების, კონკურენტების და ტენდენციების ნაწილში;
** მოცემული დავალებების შესრულების კონტროლი და ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
** სადისტრიბუციო ქსელის ზრდა, ობიექტების მონაცემთა ბაზების განახლება;
** სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სადისტრიბუციო ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე;
** გამოცდილება სამშენებლო მასალების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება;
** საბაზისო კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საკუთარი ავტომობილი;
** ავტომობილით უზრუნველყოფა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;
** სიახლეებისადმი ინტერესი.
** ანალიზისა და რეპორტინგის უნარი;
** პროცესების მართვის უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ანაზღაურებას საშუალოდ 2500 ლარის ოდენობით ბონუსის ჩათვლით (პირველი 3 თვე იქნება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა და გაიცემა მხოლოდ ხელფასი 1500 ლარი, ბონუსის გარეშე) ბონუსი მერყეობს 400-1600 ლარის ფარგლებში
** ტრენინგებს პროდუქციის შესასწავლად;
** სადაზღვევო პაკეტს;
** ულიმიტო კორპორატიულ ნომერს;
** ყველა აუცილებელ პირობას ეფექტურად მუშაობისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mtsiklauri@eacon.ge და გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია