Робота для біженців з України
სასტუმროს დიასახლისი/მამასახლისი - საირმე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს დიასახლისი/მამასახლისი
მომწოდებელი: Sairme Glampings
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
სასტუმრო "Sairme Glampings", რომელიც მდებარეობს კურორტ საირმეში, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დიასახლისის/მამასახლისის პოზიციაზე.

კომპლექსში წარმოდგენილია სასტუმროს ტიპის 4 ნომერი, კოტეჯის სტილის 2 გლემფინგი და ბარი.

ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ენერგიულ, კრეატიულ და კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება და კარიერული ზრდა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1300₾ + ბონუსი;
** ბენეფიტები: კვება + საცხოვრებელი;

ძირითადი მოვალეობები, რომელსაც გადაინაწილებს დიასახლისი-მამასახლისი:

** ოთახების/ეზოს/ბარის დასუფთავება სტანდარტების დაცვით;
** სასმელების-კვების მომზადება;
** სალაროში შემოსული თანხის/გაყიდული პროდუქციის აღრიცხვა;
** სტუმრის დახვედრა-განთავსება;
** მოვალეობის ზედმიწევნით შესრულება.

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრეატიულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: sairmeglampings@gmail.com ან მოგვწერეთ whatsapp-ზე: 598 871 871

ჩვენ გპირდებით ოჯახურ და მეგობრულ გარემოს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე